რა არის WordPress?

WordPress არის მარტივი და  ყველაზე პოპულარული გზა საკუთარი ვებსაიტის ან ბლოგის შესაქმნელად. მარტივად რომ ვთქვათ, WordPress არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ვებსაიტი ან ბლოგი.
2003 წლიდან WordPress გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პლატფორმა. დღეს ის უზრუნველყოფს ინტერნეტის ყველა ვებ-გვერდის 40%-ს. WordPress საშუალებას გაძლევთ ააშენოთ და მართოთ საკუთარი სრულყოფილი ვებსაიტი მხოლოდ თქვენი ბრაუზერის გამოყენებით, ზედმეტი კოდების გარეშე.

რა სახის ვებ-გვერდების შექმნა შეუძლია WordPress-ს?

მრავალი წლის წინ, WordPress-ით ძირითადად ბლოგებს უფრო ქმნიდნენ,  ვიდრე ტრადიციულ ვებსაიტებს. თუმცა დღეს WordPress  უზრუნველყოფს არა მარტო ბლოგებს, არამედ უზარმაზარ ბიზნეს საიტებს და ამავდროულად ეს არის ყველაზე პოპულარული გზა ელექტრონული კომერციის მაღაზიის შესაქმნელად.

WordPress-ით შეგიძლიათ შექმნათ: ბიზნეს ვებგვერდები, ელექტრონული კომერციის მაღაზიები, ბლოგები, პორტფელები, რეზიუმეები, ფორუმები, სოციალური ქსელები და ა.შ.

როგორ მუშაობს და რა უპირატესობები აქვს WordPress?

  • WordPress საშუალებას გაძლევთ სწრაფად გამოაქვეყნოთ და შექმნათ თქვენი ვებსაიტის შინაარსი.
  • WordPress-ის რეალური პროგრამა, ხელმისაწვდომია WordPress.org-ზე და არის სრულიად  უფასო.
  • საშუალებას გაძლევთ შექმნათ მრავალი სახის ვებ-გვერდი, პირადი ბლოგებიდან და ონლაინ მაღაზიებიდან დაწყებული, ონლაინ ჟურნალებითა და გაზეთებით დამთავრებული.
  •  არის საკმაოდ მარტივად გამოსაყენებელი პროგრამა. თუ თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექსტური დამუშავების ისეთი მარტივი პროგრამა, როგორიცაა Microsoft Word, შეიძლება ითქვას, რომ არც WordPress-ის გამოყენება გაგირთულდებათ.
  •  აქვს ღია პროგრამული უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ არის ერთი კომპანიის ან სუბიექტის საკუთრებაში.
  • მიუხედავად იმისა, რომ WordPress იყენებს კოდირების მრავალფეროვან ენას, მისი გამოყენებისთვის საჭირო არ არის ვიცოდეთ რომელიმე მათგანი.
  • აქვს ათასობით უფასო დანამატი, როგორიცაა ელექტრონული კომერცია, SEO, სარეზერვო ასლები, საკონტაქტო ფორმები და სხვა.
  •  აქვს მრავალფეროვანი თემები, რომლებიც ცვლის თქვენი ვებსაიტის დიზაინსა და განლაგებას.
  • WordPress  არის საკმაოდ უსაფრთხო და აქვს პრემიუმ მოდულები და თემები, რომელთა ნაწილიც ფასიანია.

WordPress-ის სტატისტიკა

Content management-ის სისტემის სტატისტიკის მიხედვით, WordPress უზრუნველყოფს 60 მილიონზე მეტ ვებსაიტს, ანუ ინტერნეტის ყველა საიტის 36% და ყველა ვებსაიტის 60%-ზე მეტს, რომელთა შინაარსის მართვის სისტემები ცნობილია.

იმის გამო, რომ WordPress არის უფასო და მარტივი გამოსაყენებელი, ფართოდ იქნა მიღებული, როგორც ვებ-გვერდის შემქმნელთა ოქროს სტანდარტი.

WordPress-ს იყენებს მრავალი ცნობილი ბლოგი, ახალი ამბების გამოშვება, მუსიკალური საიტები, Fortune 500 კომპანია და ცნობილი ადამიანები, მათ შორის NBC, CBS, USA Today, Time, Disney, Airbnb, Spotify, TechCrunch და სხვა.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ WordPress არის საკმაოდ მარტივი, მოქნილი და უფასო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შექმნათ ლამაზი ვებ-გვერდი ან ბლოგი, კოდური სწავლების ცოდნის გარეშეც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *