ციფრული მარკეტინგის, SEO – სა და რეკლამების სფეროს გაცნობისას, სავარაუდოდ წააწყდებით ახალ ლექსიკასა და კონცეფციებს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ, შესაძლოა გაინტერესებდეთ, როგორ ჯდება ციფრული მარკეტინგის სტრატეგიაში landing page – ები.

რა არის landing page?

landing page არის ერთ გვერდიანი საიტი, რომელიც შექმნილია სპეციალურად მარკეტინგის ან სარეკლამო კამპანიისთვის. რეკლამას ხშირად აქვს დართული ლინკი, რომელზე გადასვლისასაც თქვენ გხვდებათ დამატებითი, უფრო ვრცელი ინფორმაცია კონკრეტულ თემაზე. ამავდროულად თქვენ გხვდებათ გრაფა, სადაც უთითებთ მეილს ან სხვა საკონტაქტო ინფორმაციას, რაც კიდევ დაგეხმარებათ მომავალში იმეილ მარკეტინგის განხორციელებაში.

ლენდინგ ფეიჯებზე შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს, რომელიც გადაგიყვანთ სხვა გვერდზე, მაგალითად, თქვენს ელექტრონულ კომერციულ საიტზე. კარგ ლენდინგ ფეიჯს შეუძლია დაარწმუნებს პოტენციური მომხმარებელი, რომ ღირს პირადი ინფორმაციის მიწოდება იმის სანაცვლოდ, რასაც თქვენ სთავაზობთ მას. ლენდინგ ფეიჯების პოვნა შესაძლებელია ზოგადი ძებნის ან თქვენი კომპანიის ვებ – გვერდის საშუალებით, რაც ზრდის ალბათობას, რომ პოტენციური მომხმარებელი იქ აღმოჩნდება.

თქვენ მარტივად, შაბლონურ დონეზე, სრულიად უფასოდ შეგიძლიათ შექმნათ საიტის ვიზუალი, დაამატოთ ინფორმაცია და გამოიყენოთ გვერდი საკუთარი მიზნისთვის, ტრეფიკის მოსაზიდად, პროდუქტის რეკლამირებისთვის ან ნებისმიერი სხვა აქტივობისთვის.

რა განსხვავებაა landing page – სა და Website Homepage – ს შორის?

თქვენ შეიძლება გაინტერესებთ რაში გჭირდებათ landing page, როდესაც უკვე გაქვთ საიტი. თუმცა, განსხვავება და მიზანი მათ შორის დიდია.

თუ მომხმარებელი თქვენს ვებ გვერდზე შემოვა და საწყის გვერდზე, ვერ იპოვის მისთვის სასურველ ინფორმაციას, დიდხანს აღარ დაყოვნდება და ცხადია საიტიდან გავა. landing page – ები ასეთ მომენტში შუამავლის როლს ასრულებს. საწყისი გვერდის მთავარი მიზანია მომხმარებლების სხვა გვერდებზე გადაყვანა განყოფილებების საშუალებით, სადაც ისინი იპოვიან მათთვის სასურველ ინფორმაციას. ლენდინგები კი ის გვერდია, რომელიც მომხმარებელს სურს და აწვდის მას სასურველ ინფორმაციას.

რა თქმა უნდა, საწყისი გვერდი საოცრად გამოიყურება. ის აჩვენებს ბრენდს, საშუალებას აძლევს ხალხს შეისწავლონ პროდუქციის ასორტიმენტი და გთავაზობთ დამატებით ინფორმაციას კომპანიისა და მისი ღირებულებების შესახებ. აქედან ვიზიტორს შეუძლია ნებისმიერ ადგილას წასვლა – შეიტანოს განცხადება სამუშაოსთვის, წაიკითხოს რამდენიმე პრესრელიზი, გადახედოს მომსახურების პირობებს, გამოქვეყნდეს საზოგადოების დაფებზე და ა.შ, თუმცა ამ გვერდზე გადასვლა და პროდუქტის ან მომსახურების უშუალოდ შეთავაზება, ლენდინებზეა დამოკიდებული.

რატომ უნდა გამოიყენოთ landing page – ები?

თქვენ შეიძლება შექმნათ თქვენი ბრენდი და ვებსაიტი, მაგრამ იმისთვის, რომ შრომა წყალიში არ ჩაგეყაროთ და გაყიდოთ თქვენი პროდუქტი თუ მომსახურება, გჭირდებათ landing page. ეს არის შესანიშნავი გზა ტრეფიკისა და SEO – ს გაუმჯობესებისა და თქვენი ბრენდის შესაქმნელად. მას ასევე შეუძლია შეადგინოს ეფექტური PPC სტრატეგიის ნაწილი. B2B ბიზნესის დაახლოებით 68% იყენებს სწორედ ლენდინგ ფეიჯებს.

ასე რომ თუ თქვენ გჭირდებათ პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვა, ტრეფიკის მოზიდვა, ინფორმაციის მიწოდება ან რამე მსგავსი მარკეტინგული აქტივობა, landing page საუკეთესო გზაა ამისთვის.

თქვენ შეგიძლიათ სრულიად უფასოდ, ყოველგვარი სპეციფიკური კოდების გარეშე, შაბლონურ დონეზე შექმნათ საიტი, რომელიც დაგეხმარებათ მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელებაში, რის გარეშეც ბიზნესის ფუნქციონირება დღეს წარმოუდგენელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *