კარგი ვებ ჰოსტინგ პროვაიდერის მოძებნა, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხანაში  მნიშვნელოვანი საკითხია.

ჰოსტინგ პროვაიდერის მთავარი საქმიანობა და ფუნქციონალი, ონლაინ რეჟიმში მრავაილი საიტის ადმინისტრირებაა, რომელთანაც წვდომა საზოგადო ინტერნეტ სივრციდან იქნება შესაძლებელი.

ამისთვის ვებ ჰოსტინგ პროვაიდერ გვაძლევს სამ ტექნიკურ პარამეტრს, ესენია:

  1. დომენი: ვებსაიტის მისამართი რომლის გამოყენებითაც, ინტერნეტ სივრცეში ბრაუზერის საშუალებით შესაძლებლობა გვექნება ვესტუმროთ ვებსაიტს.
  2. სერვერი: სადაც განთავსებული იქნება თქვენი ვებ საიტი და ასევე პასუხისმგებელი იქნება ტრაფიკის გადამისამართებაზე ვებ რესურსებისკენ.
  3. შემნახველი სივრცე: იმისათვის,  რომ შევინახოთ საიტის ფუნქციონირებისათვის საჭირო მასალები და ადგილი, სადაც ავტვირთავთ როგორც ტექსტურ, ისევე მედია ფაილებს. აღნიშნული სივრცე იქნება ლიმიტირებული.

ეს არის ბაზისური ფუნქციონალი, რომელსაც ყველა ვებ ჰოსტინგ პროვაიდერი გვთავაზობს.

ბაზისური ფუნქციების გარდა, ჰოსტინგ პროვაიდერები ერთმანეთისგან განსხვავდება შემოთავაზებული სერვისებით, რომელიც სხვადასხვა ტიპის საქმიანობით განისაზღვრება. მაგალითად ზოგეირთი ჰოსტინგ პროვაიდერი, სთავაზობს საიტის მთლიან მშენებლობას, განთვსებას და ამის შემდეგ აბარებს მომხმარებელს ფლოტს გასაძღოლად.  გამომდინარე ჩვენი ბიზნესის ზომებიდან და მოდელიდან გამომდინარე, ჩვენ ვირჩევთ ჰოსტინგ პროვაიდერს, რომლის ფაქტორებიც ქვემოთ ჩამოთვლილ თვისებებზეა დაფუძნებული. თუ ამ ტერმინებში გავერკვევით და მოვარგებთ ჩვენს მოთხოვნებს, ავირჩევთ იმ ვებ ჰოსტინგ პროვაიდერს, რომელიც ოპტიმალურად ერგება ჩვენი კომპანიის საჭიროებეს.

გამტარუნარიანობა

პირველი რაც უნდა შეაფასოთ ჰოსტინგის აღების დროს, არის დისკის მოცულობა და გამტარუნარიანობა. თუ გეგმავთ რომ თქვენი საიტი გამდიდრებული იყოს სხვადასხვა სურათებით, გრაფიკული გამოსახულებებით, სხვადასხვა გვერდებით და ექნება მოცულობითი ტრაფიკი, შესაბამისად დაგჭირდებათ ჰოსტინგისგან მაღალი სიჩქარე და დისკის მოცულობა.

თვსებადობა

მხედველობაში უნდა გქონდეთ თავსებადობის მომენტი, რადგან შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა გარემოებამ, როგორიცაა ოპერაციული სისტემის ცვლილებამ, მაგალითად ჰოსტინგს არ ჰქონდეს მაიკროსოფტ ვინდოუსის მხარდაჭერა და მოგიწიოთ ლინუქსის სისტემაზე გადაწყობა.

საიმედოობა

საიმედოობა და ხელმისაწვდომობა არის ერთ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მახასიათებელი ჰოსტინგ პროვაიდერის  შერჩევისას. საუკეთესო ვებ ჰოსტინგ კომპანიები სთავაზობენ საკუთარ მომხმარებლებს დაახლოებით 98 დან 99 პროცენტამდე ხელმისაწვდომობას, რაც ძირითად შემთხვევაში სერვერის ჩართულობით გამოიხატება. უფრო მარტივი ენით, რომ ავხსნათ თქვენი სერვერი ჰოსტინგ პროვაიდერთან ჩართული იქნება იმ დროის 98 პროცენტი მინიმუმ, რა დროსაც ჰოსტინგი მათ სივრცეში დაჰყოფს. შესაბამისად დააკვირდით ხელშეკრულების ამ პუნქტს, რაც მშვიდი ძილის საშუალებას მოგცემთ.

უსაფრთხოება

ისევე როგორც საიმედოობა, უსაფრთხოება არსებითი საზრუნავია. ჰოსტინგის არჩევისას, დიდ შეცდომას დავუშვებთ თუ მომწოდებლის ამ ორ თვისებას კარგად არ შევისწავლით. მნიშვნელოვანი საკითხებია, თუ როგორი ფაერვოლი უდგას, აკეთებს თუ არა ყოველდღიურ ასლების დუბლირებას, ასევე მომხმარებლების აუტენტიფიცირება და ა.შ. კარგი იქნება ჰქონდეს ისეთი სერვისი, როგორიცაა შეტყობინებების დაგზავნა ნებისმიერი ცვლილების ან საეჭვო ქმედებების შემჩნევისას.

ჰოსტინგის პაკეტები და მნიშვნელობები:

სწორი პაკეტის შერჩევის საკითხი მომხმარბლისთვის მნიშვნელოვანია, რადგან რაც უფრო დიდი და დაკომპლექტებულია საიტი სხვადასხვა ფუნქციებით, მით უფრო სრულყოფილი და შესაბამისი პაკეტის შერჩევაა საჭირო.

ძირითადი პაკეტების თვისებები:

გაზიარებული:

ასეთი ტიპის ვებ ჰოსტინგის პაკეტი, არის ბაზისური. გაზიარებულ სივრცეში თავსდება თქვენი ვებ საიტი, სადაც მოთავსებულია სხვა თქვენნაირი მომხმარებლების ვებ კონტენტი. ამგვარად, თქვენ ყველა ერთად იყოფთ და იზიარებთ სერვერის ყველა რესურს, როგორიც არის: მეხსიერება, პროცესორი  და ა.შ.

ასეთი ტიპის ჰოსტინგი ზედგამოჭრილია ისეთ მოთხოვნებზე, სადაც ბაზისური დონის საიტი გესაჭიროებათ, ან მეილის გაგზავნა და ფაილების გაზიარებაა დღის წესრიგში.

გაზიარებული ჰოსტინგი არის ყველაზე ბიუჯეტური და როგორც ავღნიშნეთ ბაზისური პაკეტი ჰოსტინგებს შორის.

VPS ჰოსტინგი:

ვირტუალური კერძო სერვერი დანიშნულია თქვენი პირდაპირი მიზნებისთვის და წარმოადგენს უფრო მეტს ვიდრე გაზიარებული პაკეტი. მიუხედავად ამისა, თქვენ ამ შემთხვევაშიც იზიარებთ რეალურ სერვერს, თუმცა სერვისი იქმნება თქვენს პირად ვირტუალურ მანქანაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა რესურსი თქვენია. წარმოადგენს ბევრად უსაფრთხო და საიმედო არჩევანს, რომელიც განაცალკევებს თქვენს ვებ საიტს საერთო სივრცისგან.

VDS ჰოსტინგი

გამოყოფილი სერვერის პაკეტი არის სხვა დონის საფეხური ჰოსტინგის ინდუსტრიაში. ამ შემთხვევაში იღებთ თქვენთვის განკუთვნილ სერვერს და გაქვთ სრული კონტროლის საშუალება მასზე. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული დაშვება და სისტემურ ფაილებში ედიტირება თქვენი პრეროგატივა ხდება. ასეთი ტიპის პაკეტს გააჩნია ყველა საჭირო და არასაჭირო სამეფო თვისებები, რაც შესაძლოა სრულიადაც ზედმეტიც კი იყოს თქვენი ბიზნესითვის.

WordPress ჰოსტინგი

ვორდპრესი არის გაზიარებული ჰოსტინგის სერვისი, რომელიც აკმაყოფილებს უფრო სპეციალიზირებულ კლიენტებბს. თვითონ სერვერი ოპტიმიზირდება განსხვავებულად და აქვს თვისებები, რომელიც შესამჩნევს ხდის ვორდპრესის წარმადობას. მაგალითად  როგორიც არის სწრაფი ჩატვირთვა, წინასწარი ინსტალაცია, უსაფრთხოება რომელიც კონკრეტულად ვორდპრესისთვის მუშაობს, ვორდპრესის აფდეითები და სხვა დამატებითი ფუნქციები.

ზოგიერთი აუცილებელი თვისება,  რომელიც განსაზღვრავს მაღალ ხარისხს:

გარდა იმ აუცილებელი მოთხოვნებისა, რომელსაც ჰოსტინგ პროვაიდერი უნდა აკმაყოფილებდეს იმისათვის, რომ ჩვენი მიზნების თანხვედრაში მოვიდნენ, ასევე უნდა ვიზრუნოთ ხარისხიანი, მაღალი კლასის ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევაზეც, რაც სხვადასხვა თვისებებით გამოიხატება:

ჩართულობის გარანტია

ჩართულობა არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ჰოსტინგ პროვაიდერის შერჩევისას. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ ფრაზა გარანტირებული „აფთაიმი“ გამოხატული პროცენტულად, რაც პირდაპირ მიუთითებს თუ რამდენ პროცენტიან გარანტირებულ ჩართულობას გთავაზობთ ჰოსტინგ პროვაიდერ. პრცოენტი რაც უფრო მაღალია მით მეტად მიუთითებს მომწოდებლის ხარისხზე. თუმცა ყურადღება მიაქცით იმ ფაქტორსაც, რომ ეს ციფრები გულისხმობენ მთლიანი დროის განმავლობაში გამოხატულ ჩართული დროის პროცენტს და არა თითო გათიშვის ჯერზე დროის დათვლილ  რიცხვს.

ჩატვირთვის დრო

ხარისხიან ჰოსტინგთან პირდაპირ ასოცირებული თვისება საიტის ჩატვირთვის დროა. ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანების საშუალო ყურადღების კონცენტრაციის დრო იკლებს და შესაბამისად სწრაფად მიწოდებული ინფორმაცია, იმაზე მეტია თქვენთვის, ვიდრე ოქროს თევზი. ამიტომ, თუ თქვენი ვებსაიტი დიდ დროს ანდომებს ჩატვირთვას, ჩათვალეთ თქვენი ბიზნესი დაღუპვისკენ მიექანება.

მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა

იმ შემთხვევაში თუ პრობლემა შეექმნა საიტს, პირველი სადაც დარეკავთ იქნება ჰოსტინგ პროვაიდერის ტექნიკური მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც უნდა იყოს ჩართული არსებულ პრობლემაში და მოგაწოდოთ ინფორმაცია არსებული ინციდენტის შესახებ. შესაბამისად ხარისხის ერთ ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, კარგი ქოლ ცენტრის არსებობა პროვაიდერის მხარეს.

ადგილმდებარეობა

სერვერების რაოდენობის მაღალი რიცხვი და ადგილმდებარეობა, დიდ როლს თამაშობს თქვენი საიტის ჩატვირთვის დროზე და სერვისზე. რათქმაუნდა სერვერების დიდი რაოდენობა კარგად მოქმედებს სიჩქარეზე და წარმადობაზე, თუმცა უნდა დავაკვირდეთ მის ლოკაციას, რადგან თუ იგი მსოფლიოს ერთ წერტილშია და თქვენ მეორეში, რა თქმა უნდა ინერნეტის სიჩქარე გარკვეულ დაღს დაასვავს ჩატვირთვის დროს, იმ ადგილზე სადაც თქვენ იმყოფებით.

როცა ირჩევთ თქვენთვის სასურველ ვებ ჰოსტინგს, უამრავი ფაქტორია გასათავლისწინებელი, იმისათვის რომ ზუსტად მოარგოთ თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს ის სერვისები და თვისებები რასაც ვებ ჰოსტინგ პროვაიდერები გვთავაზობს. შესაბამისად, რაც უფრო მეტი გეცოდინებთ ჰოსტინგის მუშაობის პრინციპებზე და სერვისებზე,  მით უფრო გაგვიადვილდებათ შერჩევისას ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

One thought on “როგორ შევარჩიოთ კარგი ჰოსტინგი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *