ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, რომელსაც სურს მარტივი ბლოგ საიტის განთავსება ვირტუალუ სივრცეში, ამ კითხვაზე პასუხია: „არაფერი“.

თუმცა რაც უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება სერვისის მოწოდებაზე და ტექნიკურ დეტალებზე, საჭირო ხდება ღრმად ჩავეძიოთ ორივე მეთოდის არსს და ვიპოვოთ არსებითი განსხვავებები, რაც თავის მხრივ დაგვეხმარება, სწორად შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგ მეთოდი ჩვენი ბიზნესისთვის.

დასაწყისშივე ავღნიშნავ, რომ ორივე მეთოდი იყენებს ვირტუალიზაციის ტექნიკას. რაც თავის მხრივ მოიცავს ტექნოლოგიას, რომელიც გააჩნია სხვადასხვა მწარმოებლის პროგრამულ უზრუნველყოფას, დაანაწევროს  ერთი ან რამოდენიმე ფიზიკური მოწყობილობის რესურსი და გაუწიოს ადმინისტრირება. ხოლო თვითონ გამოყოფილი რესურსის მქონე კონტეინერს, ვირტუალური მანქანა ეწოდება.

მიუხედავად დანაწევრებისა და მისი რესურსების გამოყენებისა, გვაქვს ორი ტიპის ვირტუალიზაციის მეთოდი:

  1. ოპერაციული სისტემის დონის ვირტუალიზაცია –

ასეთი ტიპის ვირტუალური მანქანები, ტექნიკურად არიან ოპერაციული სისტემები, რომლებიც კონტეინერში სხედან და იზიარებენ მთავარ რესეურსებს, როგორიცაა პროცესორი, ვირტუალური მეხსიერეება, მყარი დისკი, ქსელი და ასე შემდეგ. თუმცა ასეთი ვირტუალიზაციის ტიპი შეზღუდულია და მორგებულია მოთხოვნებს. არ საჭიროებს ოპერციული სისტემის მოდიფიკაციას და იზიარებენ მშობელი სისტემის ყველა რესურს. ასეთი ტექნოლოგიის სისტემებს ვუწოდებთ VPS.

2. პარავირტუალიზაცია

ეს ტიპი მოითხოვს ჰიპერვაიზორს – სპეციალურ ფიზიკურ ინფრასტრუქტურას პროცესორზე, რომელზეც გაშვებულია ზემო დონის ოპერაციული სისტემა/ მშობელი სისტემა. აღნიშნული პროგრამული უზრუნველჰყოფა მართავს რესურსების განთავსებას მშობელ სისტემასა და ვირტუალურ მანქანას შორის, რომელიც წარმოადგენს თავის მხრივ უფრო მაღალი დონის განმსაზღვრელს. აღნიშნული  თვისება, უზრუნველჰყოფს მშობელ ოპერაციულ სისტემასა და ვირტუალურ მანქანას, გააჩნდეთ როგორც ერთმანეთისგან განსხვავებული პარამეტრები, ასევე  ბირთვების დონეზე დამოუკიდებლად მართონ საკუთარი რესურსები. მომხმარებელს საშუალება ეძლევა, მოთხოვნისამებრ შეარჩიოს მისთვის სასურველი რესურსი ვირტუალურ მანქანაზე.

არსებობენ სისტემები, რომელთაც ჰიპერვიზორი მოყვება ჩართულ,  გამზადებულ სტადიაში, რაც საშუალებას იძლევა მასიური წარმადობის განხორციელების.

ჰოსტინგის ტერმინოლოგიაში, პარავირტუალიზაციის ასეთ ვირტუალურ მანქანებს ვუწოდებთ VDS.

მას შემდეგ, რაც გავერკვიეთ ვირტუალიზაციის მეთოდებში და მუშაობის საბაზისო ფუნქციებში,  შეგვიძლია მათი სხვადასხვა ჭრილში დაფასოება და განხილვა.

რა შემთხვევებში გამოიყენება VPS/VDS სერვისი:

  • როცა ქმნი ინფორმაციულ პლატფორმას და ონლაინ მაღაზიას.
  • როცა აორგანიზებ გამოყოფილ სამუშაო ადგილს.
  • როცა ქმნი, დეველოპმენტს უწევ და ტესტავ პროგრამას.
  • როცა მუშაობ სისტემაზე რომელიც გამოთვლით რესურსებს მოითხოვს.
  • როცა ქმნი საფოსტო ან სათამაშო სერვერს.
  • როცა გჭირდება შეინახო პერსონალური ინფორმაცია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, შესაძლებლობა გვაქვს ფიზიკური ინფრასტრუქტურის მაგივრად, რომელსაც გარკვეული ძალისხმევა და მაღალი ბიუჯეტი სჭირდება,  ავიღოთ VPS ან VDS  სერვისისი ჩვენთვის სასურველი პროვაიდერისგან  და დავიწყოთ მასზე მუშაობა.

აღნიშნულმა ვირტუალიზაციის მეთოდებმა და ტექნოლოგიებმა სრულად ჩაანაცვლა ფიზიკური ინფრასტრუქტურის საჭიროება ორგანიზაციებში, რადგან ასეთი  მიდგომისას, გადანაწილებულია სხვადასხვა ღირებულებები მესამე პირზე:

  • ღირებულება / ქოსთი – იმისთვის, რომ კარგი წარმადობის სერვერი შეიძინოთ, გამართოთ და მოუაროთ, უამრავი ფულადი და ადამიანური რესურსია საჭირო, რასაც გარკვეულწილად თავს ვარიდებთ სერვისების VPS/VDS ზე მომწოდებელთან გატანით.
  • დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურა – იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურად ზიანი მიადგა სერვერს სადაც თქვენი თქვენი ვირტუალური მანქანაა განთავსებული, მომწოდებელს აუცილებლად ექნება საჭირო ასლი გაკეთებული, რომ უწყვეტად მოხდეს ოპერირების გაგრძელება.
  • მესამე პირის პასუხისმგებლობა – ტექნიკური კონდიცია, პროგრამული უზრუნველყოფა, ცვეთა, განახლება, მონიტორინგი, გაგრილება, სივრცე და ა.შ ამ შემთხევვაში მესამე პირზეა გადასული.

ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია VPS/VDS – ის მომწოდებლის ასარჩევად არის ის თუ სად არის მოთავსებული და ვინ არის თვითონ მომწოდებელი.

VPS თვისებები

პირველი და უმთავრესი არის საიტის სტაბილურობა VPS ტექნოლოგიაზე, გაზიარებულ საყოველთაო ჰოსტინგთან შედარებით. ჩვენ კი  შევთანხმდეთ იმაზე, რომ ეს თვისება თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

მიუხედავდ იმისა რომ ასეთი ტიპის სერვისები დაახლოებით 30 წლის წინათ გამოჩნდნენ მსოფლიოში, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალ დონეზე მიწოდება, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო წლებში გახდა შესაძლებელი.

ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული უპირატესობა, ტრადიციულ ჰოსტინგთან შედარებით არის ის ,რომ გვაქვს მთლიან ოპერაციულ სისტემასთან წვდომა.

მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს  და დააკონფიგურიროს ისეთი სერვისები, როგორიცაა FT, Email ან სპეციალიზირებული აპლიკაციები, რომელიც მარტივად კონფიგურირდება აღნიშნული მეთოდის ქვეშ.

იქიდან გამომდინარე, რომ VPS იყენებს გაზიარებული რესურსების მეთოდს, მომხმარებელს ეძლევა ლიმიტირებული მართვის სადავეები.

მიზეზი როგორც უკვე თავდაპირველად განვსაზღვრეთ, არის ის, რომ კომპიუტერი რამდენიმე ასლს აიზოლირებს ერთმანეთთან, რომელიც ოპერირებს ერთი ბირთვის ქვეშ, თუმცა ჩვენამდე როგორც ავღნიშნე მოდის ერთი მთლიანი ოპერაციული სისტემა.

VPS ტექნოლოგია საშუალებას იძლევა იდალურ ბალანსს, ხარისხსა და ფასს შორის, რომელსაც იღებს მომხმარებელი.

VDS თვისებები

მოდით შევხედოთ VDS ტექნოლოგიას უფრო ახლოდან. ეს მეთოდი,  როგორც უკვე ავღნიშნეთ არის ვირტუალური კომპიუტერი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით, იზოლირებული მშობელი ბირთვისაგან. ამ შემთხვევაში მომხმარებელს საშუალება აქვს სისტემური ფაილების ედიტირების. ანუ უფრო მარტივი ენით რომ ავხსნათ, მომხარებელი იღებს პირდაპირ შიშველ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე მომუშავე ოპერაციულ სისტემას, დამატებითი შუამდგომელი პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე.

VDS ტექნოლოგიაში გაზრდილია წარმადობა, საიმედოობა და სკალრულობა, რაც ერთ ერთ წამყვან ბენეფიტად გვევილება ბიზნესისთვის, რომელიც განიხილავს მოავალში მზრდადი მოცულობის ტრაფიკს. ასევე მათთვის ვისთვისაც ყოველდღიურად საჭიროება უდგას ახალი ფუნქციონალის დანერგვის, რომელიც თანხვედრაში უნდა მოვიდეს მათი კლიენტების მოთხოვნებთან. 

VDS ის მეთოდს იყენებენ დიდი ვებსაიტებისთვის, მაგალითად როგორიც არის ecommerce.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, ნათელია რომ ერთი შეხედვით საერთო თვისებების მატარებელი ორივე მეთოდი, განსხვავებულ მოთხოვნილებებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას გვთავაზობს.

მარტივი ფუნქციონალისთვის, როგორიცაა ვებ საიტის და იმეილ სერვისის გაშვება, VPS სრულად საკმარისია, ხოლო VDS მეთოდს გამოიყენებთ სხვა უფრო კომპლექსულ შემთხვევაში, სადაც საკუთარი სერვისების განვითარების საჭიროება დგას დღის წესრიგში.

თუკი გსურთ, რომ დამატებით, სხვა ადამიანებმა გააკეთონ თქვენს მიერ მითითებული დავალებები და არც თუ ისე ძვირად, გირჩევთ Fiverr-ი გამოიყენოთ. აქ ფრილანსერები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არიან შეკრებილნი და მზად არიან ტქვენი დავალებები საკმაოდ მისაღებ და დაბალ ფასად შეასრულონ. ლინკი იცილეთ ქვემოთ.