ელექტრონული კომერცია უზარმაზარი უნდუსტრიაა, შესაბამისად გასაკვირი არც არის, რომ საზოგადოებას მისი მომავალი აინტერესებს.

გლობალურმა ელექტრონულმა კომერციულმა გაყიდვებმა მსოფლიოში 2019 წელს თითქმის 3.5 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც ადასტურებს, რომ ელექტრონული კომერცია ბიზნესისთვის სულ უფრო მომგებიანი ვარიანტია.

ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა. კოვიდ 19 – ის პანდემიამ მსოფლიო მოიცვა, დაწესებულმა შეზღუდვებმა კი კიდევ უფრო გაზარდა ელექტრონული კომერციის როლი როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ვაჭრობაში.

ელექტრონული კომერციის მომავალი საცალო ვაჭრობაში

საცალო ვაჭრობაში, განსაკუთრებით დიდ როლს შეასრულებენ ისეთი განვითარებადი ქვეყნები, როგორიცაა ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა, რაც მათი ბოლოდროინდელი ეკონომიკური ზრდის ფონზე გასაკვირი ნამდვილად არ არის.

წინასწარი მონაცემებით განვითარებადი ბაზრებიდან დაახლოებით 3 მილიარდ მყიდველს 2022 წლისთვის ექნება ინტერნეტი. ასევე მოსალოდნელია, რომ 2022 წელს მთლიანი საცალო ვაჭრობის 20 პროცენტი იქნება მყიდველებზე, რომლებიც ამჟამად იმ განვითარებად ბაზრებზე ცხოვრობენ, რაც ბევრ პოტენციური გაყიდვას ნიშნავს.

ყველაზე საინტერესო ნაწილი ის არის, რომ ამ ბაზრების უმეტესობა ამჟამად ელ. კომერციით არ სარგებლობს, რაც დამატებითი პოტენციალია, რომ არსებულმა ბიზნესმა მიაღწიოს ახალ აუდიტორიას. ეს ასევე ნიშნავს, რომ ელექტრონული კომერციის ახალი ბრენდებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს, რომ გამოჩნდნენ ამ განვითარებულ ბაზრებზე და შესთავაზონ თავიანთი მომსახურება ადგილობრივ აუდიტორიას.

B2B

ელექტრონულ კომერციაში აღარ დომინირებს B2C. სავარაუდოდ, B2B ელექტრონული კომერციის გაყიდვები წელს 6,6 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.

დღეს კომპანიები ყიდულობენ პროგრამულ უზრუნველყოფას, პროდუქტებს და მომსახურებას საკუთარი სამუშაოსთვის. ისინი აღარ არიან მხოლოდ საბითუმო მოვაჭრეები, რომლებიც საცალო ვაჭრობას ეწევიან. ეს არის მზარდი ინდუსტრია, რომელსაც SaaS და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები ხელმძღვანელობენ.

ტექნოლოგიის მიღწევები აადვილებს ჩვენს ცხოვრებას და ბიზნესს უფრო მომგებიანს ხდის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბიზნესი ყოველწლიურად უფრო მეტ ბიუჯეტს ხარჯავს B2B შესყიდვებისთვის.

ტრანსპორტირება და გადაზიდვები

ელექტრონული კომერციის კიდევ ერთი ნელა მოძრავი ტენდენცია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, გადამზიდი კომპანიებია. დღეს უკვე უამრავი მომხმარებელი ყიდულობს პროდუქტს ინტერნეტით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რისთვისაც საჭიროა კომპანიები, რომლებსაც შეეძლებათ ამ ნივთების გაგზავნა და მიტანა მომხმარებლებთან, უმოკლეს ვადებში.

მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო იხვეწება ასეთი კომპანიების მომსახურების ხარისხი და ხშირ შემთხვევაში სწრაფი მიწოდებით კონკურენციასაც კი უწევენ ერთმანეთს.

ეკოლოგიაზე მზრუნველი მომხმარებლები

დღევანდელი ონლაინ მყიდველები უფრო ჭკვიანები და მომთხოვნები არიან. საქმე აღარ ეხება იმას, თუ რომელ მაღაზიას შეუძლია უზრუნველყოს ისინი საუკეთესო ფასებით. ახლა მომხმარებლები ზრუნავენ პროდუქტის გარემოზე გავლენის შესახებ. ამიტომ მაგალითად, თუ მაკიაჟის ბრენდი ხართ, შესაძლოა განიხილოთ თქვენი მომხმარებლებისთვის ვეგანური მაკიაჟის ვარიანტების შეთავაზება, რადგან ეს საკმაოდ პოპულარული ტენდენციაა, რომელიც სწრაფად იზრდება.

მობილური მოწყობილობის მნიშვნელობა ონლაინ ვაჭრობაში

როდესაც საქმე ეხება ელექტრონული კომერციის მომავლის განხილვას, ერთი რამ ცხადია: გაცილებით მეტი მნიშვნელობა ექნება იმ მოწყობილობებს, რომლებსაც მყიდველები ინტერნეტით ვაჭრობისას იყენებენ.

დღეს განსაკუთრებით გაიზარდა მობილური კომერციის როლი, შესაბამისად კომერსანტები ცდილობენ ისეთი პროგრამების გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც მყიდველს ექნება შესაძლებლობა პროდუქცია შეიძინოს, როგორც კომპიუტერის, ისე მობილურის საშუალებით.

გასულ წელს ონლაინ გაყიდვების 45% სწორედ მობილურით შეძენილ პროდუქციაზე მოდიოდა. ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მყიდველთა 56 პროცენტმა უკვე გამოიყენა მობილური ტელეფონები პროდუქტების შესარჩევად სახლში ყოფნის დროს.

ვიდეოს როლი ელექტრონულ კომერციაში

ელექტრონული კომერციის ბიზნესს სჭირდება ვიდეოგრაფიის უნარის დახვეწა, რადგან ვიდეო მასობრივ როლს შეასრულებს ელექტრონული კომერციის მომავალში.

კვლევამ აჩვენა, რომ მყიდველთა 60% – ს ყიდვისას, ურჩევნია უყუროს პროდუქტის ვიდეოს, ვიდრე წაიკითხოს პროდუქტის აღწერა. გარდა ამისა, მყიდველთა 64% ბრენდს ვიდეოს ყურების შემდეგ ყიდულობს.

ქცევის ეს ცვლილებები შეიძლება განპირობებული იყოს ისეთი პოპულარული სოციალური მედია აპლიკაციების ევოლუციით, როგორიცაა Facebook, Instagram და Snapchat, რომლებზეც მსგავსი შინაარსის ვიდეოები, ნამდვილად ბევრია.

ელექტრონული კომერციის მარკეტინგის მომავალი

ელექტრონული კომერციის ბიზნესს წარმატების მიღწევა მხოლოდ დიდი რაოდენობის პროდუქტით არ შეუძლია – მათ შესაძენად მომხმარებლების მოზიდვაა საჭირო. ზუსტად ამიტომ, მარკეტინგი ყოველთვის იქნება წარმატების მთავარი ნაწილი ელექტრონულ კომერციაში.

იმის გამო, რომ მყიდველები უფრო და უფრო იწყებენ მობილური მოწყობილობებით პროდუქციის დათვალიერებას და შესყიდვებს, აუცილებელია, რომ ბიზნესი ადაპტირდეს და ისწავლოს მობილურით მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაციაც.

წინასწარი პროგნოზის მიხედვით, შინაარსობრივი მარკეტინგი კიდევ უფრო ეფექტური გახდება აუდიტორიის ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით, მყიდველების 78 პროცენტი ამტკიცებს, რომ შესაბამისი შინაარსი უზრდის მათ შეძენის სურვილს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მყიდველებისთვის პერსონალიზაციის შესაძლებლობას და მიმოხილვებს, მაღაზიის შესახებ.

როგორც ხედავთ ელექტრონული კომერციის როლი საკმაოდ მაღალია დღეს და კიდევ უფრო იზრდება და ფართოვდება, რაც მის ნათელ მომავალზე მიუთითებს.

ჩვენი რჩევაა, გააგრძელოთ სწავლა. წაიკითხეთ სტატიები, უყურეთ ვიდეოებს, მოუსმინეთ პოდკასტებს.

შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოთ ელექტრონული კომერციის სფეროს შესახებ, რომ არ ჩამორჩეთ ტენდენციებს და ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ თქვენს კონკურენტებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *