ვორდპრესი არის , მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებად ვებსაიტის კონსტრუქტორი და კონტენტის სამართავი სისტემა (CMS), რომელსაც მოხმარებლები იყენებენ პერსონალური ბლოგ საიტისთვის, პატარა ზომის ორგანიზაციაბში და ამავდროულად დიდი მასშტაბის კორპორაციებში. ვორდპრესი წარმოდგენილია ღია კოდის სახით, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, ისევე როგორც გამოცდილი დეელოპერის მიერ, ასევე მომხმარებლის მიერ რომლებთაც არ აქვთ გამოცდილება საიტის დიზაინის შეცვლის კუთხით.
ვორდპრესი შესაძლოა გამოყენებული იქნას როგორც ვებ ჰოსტინგის გარემოსთვის, ასევე ამავე პლატფორმაში სამუშაო ძრავად. ასეთი ტიპის ჰოსტინგს ეწოდება მართვადი ვორდპრეს ჰოსტინგი.
მისი შექმნა დაიწყო 2003 წელში, როგორც პოპულარული ბლოგინგ პროგრამა, რომელიც ცნობილი იყო სახელით: b2. შემდგომში მისი გადაკეთება მოხდა როგორც ბლოგინგ პლატფორმა და სულ მალე გადაასწრო თავის წინამორბედს, ხოლო დღეს დღეობით 68 მილიონამდე ვებსაიტი იყენებს მას.
ვორდპრესი შეიქმნა მოხერხებულობისა და სკალარულობისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე. გამოშვებულია ათასობით თემა და პლაგინი რომელიც ხელმისაწვდომია და დაინსტალირებას შეძლებთ ერთ წუთზე ნაკლებ დროში. ისეთი ტიპის მომხმარებელიც კი, რომელთაც არანაირი გამოცდილება აქვთ საიტთან დიზაინის და კონსტრუქციის კუთხით.
საუკეთესო ვორდპრესს ჰოსტინგის მახასიათებლები.
იმისათვის, რომ შევისწავლოთ და გავიგოთ საუკეთესო ვორდპრესს ჰოსტინგის მახასიათებლები, საჭიროა საბაზისო ცოდნა გვქონდეს ზოგადად ჰოსტინგის მუშაობის პრინციპებზე, რაშიც წინა სტატიები დაგვეხმარება.
ვორდპრეს ჰოსტინგი თითქმის იგივე ხასიათის მატარებელია, რაც გაზიარებული ვებ ჰოსტინგი. თუმცა იმ განსხვავებით, რომ სერვერი უნდა აკმაყოფილებდეს ინფრასტრუქტურის და პროგრამული უზრუნველყოფის მინიმალურ მოთხოვნებს, რათა გაეშვას ვორდპრესს პლატფორმა. აღნიშნული მოთხოვნები საშუალებას აძლევს პლატფორმას, ჩაიტვირთოს სწრაფად და ეფექტურად. გამომდინარე იქიდან რომ ვორდპრესსზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, შესაბამისად თითქმის ყველა პოპულარული და თავმოყვარე ჰოსტინგ კომპანია გვთავაზობს ვორდპრესის ჰოსტინგს, რასთან ერთადაც რამდენიმე ვარიანტია შემოთავაზებული ფუნქციების და ბიუჯეტის თანხვედრით.
პატარა კომპანიებს შეუძლიათ აირჩიონ გაზიარებული ვორდპრესს ჰოსტინგი, ხოლო მსხვილი ბიზნეს კომპანიები ხშირად ირჩევენ გამოყოფილ სერვერს.
გაზიარებული ვებ ჰოსტინგი ვორდპრესსისთვის.
სხვა პლატფორმების მსგავსად, ვორდპრესს გააჩნია საიტის კონსტრუქციის შესაძლებლობა, რომელიც ჩაშენებულია გაზიარებული ჰოსტინგის სამართავ პანელზე, რომელსაც გვაწვდის, ყველაზე დაბალ ბიუჯეტური პროვაიდერიც კი. მომხმარებლებს შეუძლიათ დააინსტალირონ და გაუშვან ვორდპრესს საიტი მათთვის განკუთვნილი cPanel დან. ასეთი ტიპის გაზიარებული ჰოსტინგს მოყვება საერთო ტექნიკური დახმარების სერვისი, თუმცა ვერ დაგეხმარება კონკრეტული ოპერაციისთვის წარმოქმნილ საკითხში, რომელიც მოხმარებელმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს. ასევე შეხვდებით ისეთ ჰოსტინგ პროვაიდერებს, რომელთაც სპეციალურად ვორდპრესისთვის აქვთ გამოყოფილი ჰოსტინგის ქვეჯგუფი, რომელიც დაგეხმარებათ ვორდპრესსთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
მიუხედავად იმისა რომ გაზიარებული ჰოსტინგ პროვაიდერი ყველაზე კარგად ემთხვევა თქვენს ბიუჯეტს და ერთი შეხედვით გთავაზობთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს თქვენი საიტის ასამუშავებლად, დასაფიქრებელია: სიჩქარეზე, უსაფრთხოებაზე და ტექნიკური დახმარებაზე, სპეციალური ვორდპრესსის ფუნქციებისთვის.
მართვადი ვორდპრესს ჰოსტინგ სერვისი სხვადასხვა გადაწყვეტებისთვის.
მართვადი ვორდპრესს ჰოსტინგი, ფოკუსირებულია თვითონ ვორდპრესის პლატფორმაზე. ამ შემთხვევაში თითოეული სერვისის ასპექტი, დაწყებული სერვერიდან დამთავრებული ტექნიკურ დახმარებამდე, მიზნად ისახავს მომხმარებლის მხარდაჭერას, მაქსიმალურად გამოიყენონ ვორდპრესის პოტენციალი და გაზარდონ საიტის წარმადობა.
მართვადი ვორდპრესს ჰოსტინგ ანგარიშის მფლობელები, შესაძლოა აზრიარებენ სივრცეს სხვა ვორდპრესს მომხმარებლისთვის, თუმცა ეს გაზიარებული სერვერი უნიკალური კონფიგურაციის მატარებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰოსტინგ პროვაიდერი სერვერზე რესურსებს გამოყოფს გარკვეული რაოდენობის მომხმარებლისთვის და არა ათასობით ვორდპრესს საიტისთვის, რომელთაც გაშვებული აქვთ საიტის კონსტრუქტორი და CMS, რომელიც ტიპიური გაზიარებული ჰოსტინგის გარემოა.
რომელია ჩვენთვის განკუთვნილი ვორდპრესს ჰოსტინგი?
გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება ჰოსტინგ პროვაიდერის არჩევისას. თვისებები როგორიცა არის, სიჩქარე, უსაფრთხოება და ტექნიკური მხარდაჭერა.
საიმედოობა: ჰოსტინგ პროვაიდერმა უნდა შემოგთავაზოს გარანტირებული „აფთაიმი“, ეგრედ წოდებული ჩართულობა, რომელიც გამოიხატება პროცენტებში და ამავდროულად ჩატვირთვის დრო.
ადვილად გამოყენება: უნდა იყოს მარტივად წვდომადი და ჰქონდეს მორგებული სამართავი პანელი.
ტექნიკური მხარდაჭერა: პროვაიდერს უნდა შეეძლოს 24 საათის განმავლობაში გიპასუხოს შეკითხვებზე და დაგეხმაროს ჰოსტინგთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.
ჰოსტინგ პაკეტები : შესაძლებელი იყოს რამოდენიმე პაკეტიდან ოპტიმალურის არჩევის და მორგების.
ფასი : მას შემდეგ, როცა გადაწყვეტთ თუ რომელ ჰოსტინგ მომწოდებელს ანდობთ თქვენს საიტს, უნდა განსაზღვრო ფუნქციებიდან გამომდინარე ბიუჯეტი. უმეტესობას აქვს შედარებების გვერდი მომხმარებლებისთვის, სადაც მკაფიოდ არის განსხვავებები ნაჩვენები ფუნქციებსა და ფასებს შორის.
გაზიარებული ჰოსტინგი : ყველაზე დაბალი იარუსის მქონე და ბიუჯეტური ვარიანტია. თუმცა შესაძლოა მომხმარებელს არც კი სჭირდებოდეს სხვა ფუნქციები და დამატებითი უსაფრთხოების პარამეტრები.
E-commerce ჰოსტინგი: სპეციალიზირებული პაკეტი, რომელიც შექმნილია გაყიდვებისთვის ვორდპრესის ვებსაიტის მეშვეობით. იგი თავის თავში მოიცავს სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტს და ფუნქციებს, რომელიც დღევანდელ რეალობაში ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადია, მაგალითად როგორი არის შოპინგ ან საკრედიტო ბარათით ელექტრონული შესყიდვები.
VPS ჰოსტინგი : როგორც უკვე წინა ბლოგში ვისაუბრეთ, VPS ჰოსტინგი არის საერთო სერვერი, რომელიც უზიარებს გარკვეულ რესურსებს თავისი მშობელი სისტემიდან ვირტუალურ მანქანებს, რაც უზრუნველჰყოფს წინასწარ დადგენილი რესურსების ყოველთვის ხელმისაწვდომობას. ასეთი ტიპის ჰოსტინგი საუკეთესოა იმ ვებსაიტებისთვის, რომლებსაც დიდი ტრაფიკი აქვთ მომხმარებლების მხრიდან.
გამოყოფილი ჰოსტინგი : ამ საფეხურზე თქვენ ქირაობთ მთლიან სერვერს თქვენივე მოხმარებისთვის. აქ შეგიძლიათ ადმინისტრირება გაუწიოთ როგორც თქვენმა აიტი გუნდმა, ასევე თვითონ პროვაიდერმა. ასეთი ტიპის ჰოსტინგის ფასი, ყველა სხვა პაკეტთან შედარებით მაღალია.