ვორდპრესსის ერთი ჰოსტინგიდან მეორეზე გადატანა ნამდვილად არ არის სახუმარო ამბავი, იმ შემთხვევაში თუ მასზე გარკვეული ინფორმაციას არ ვფლობთ. ასეთ შემთხვევაში კი, პრობლემების ალბათობა და სტრესის მოცულობა დიდია. თუმცა, რამდენიმე სასარგებლო რჩევის გათვალისწინებით და წინასწარ შევისწავლილი გადასადგმელი ნაბიჯებით, თავიდან ავიცილებთ არასასურველ შედეგებს.
ძირითადი მიზეზი ჰოსტინგ პროვაიდერი შეცვლის გვაქვს დაგროვილი პრობლემები მომწოდებელთან, თუმცა მიგრაციაც გარკვეულ დროის დაკარგვასთნ არის კავშირში და ამავდროულად შეცდომის შედეგად საიტის დაზიანებისთვისაც კი უნდა ვიყოთ მზად.
ერთად გავყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ საჭირო პროცედუროებს და ერთად გავიაროთ ჰოსტინგის შეცვლის პროცესი.
სანამ დავიწყებთ მიგრაციას, გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, რომ უამრავი კარგი ვორდპრესს ჰოსტინგ პროვაიდერი გთავაზობთ საიტის გადატანას საკუთრი რესურსებით.
ჩავშალოთ და დავნომროთ ყველა ნაბიჯი:
- დავარეზერვოთ საიტის ფაილები
- დავაექსპორტოთ ვორდპრესის მონაცემთა ბაზა
- შევქმნათ ახალი მონაცემთა ბაზა ახალ ჰოსტ სერვერზე.
- გავხსნათ wp-config.php ფაილი დასაედიტირებლად.
- დავაიმპორტოთ ჩვენი ვორდპრეს საიტის მონაცემთა ბაზა.
- ავტვირთოთ ჩვენი ვორდპრეს საიტის ფაილები ახალ ჰოსტზე.
- განვუსაზღვროთ დომენური სახელი.
- დავარეზერვოთ საიტის ფაილები
უპიერველესი ნაბიჯი რაც უნდა გავაკეთოთ მიგრაციამდე არის დარეზერვება საიტის თითოეული ასპექტის. ეს ქმედება უზრუნველჰყოფს ვორდპრესსის პირველად უსაფრთხოებას და ზოგადად ნებისმიერი ცვლილების დროს, სასურველია დავარეზერვოთ ფაილები.
ისმის კითხვა, თუ როგორ დავარეზერვოთ? ამაზე უამრავი პასუხია და გადაწყვეტა. მაგალითად, ვორდპრესს გააჩნია საკუთარი რეზერვირების პლაგინი, რომელსაც ტიპიურად დავაინსტალირებთ და გამოვიყენებთ შიდა პარამეტრებით, სადაც მარტივი მენიუდან შეგვუძლია მივუთითოთ, რომელი ფაილების შენახვა გვინდა.
იმ შემთხვევაში თუ პლაგინის გზას ავირჩევთ, ერთ ერთი საუკეთესოა WPvivid. რომელიც გთავაზობთ ტონობით ძლიერ რეზერვირების ხელსაწყოებს, დასაგეგმად, საწყისის წერტილის მისათითებლად, ფაილების ლიმიტირებისთვის, დიდი ფაილების ფილტრისთვის, რეზერვის გაყოფისთვის და სხვა უამრავი ოპერაციებისთვის.
ალტერნატიული გზა არის, ხელით ფაილების ამოღება, რომელიც FTP პროტოკოლის დახმარებით იქნება შესაძლებელი. გამოვიყენოთ პოპულარული FTP პროგრამა სახელწოდებით FileZilla. ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ ჰოსტინგ პროვაიდერისგან SFTP ანგარიში, რომ დაუკავშირდეთ და გადმოვიტანოთ ყველა ფაილი, რომელიც მოთავსებულია ვებსაიტის დირექტორიაში. აქვე იქნება დამალული ფაილი სახელწოდებით .htaccess რომელიც რა თქმა უნდა აუცილებილია, რომ გადმოტანილი იქნას.
- დავაექსპორტოთ ვორდპრესის მონაცემთა ბაზა
მონაცემთა ბაზის ექსპორტირება მარტივი პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე საფეხურს. დავლოგინდეთ cPanel ზე და გავხსნათ phpMyAdmin აპლიკაცია. ავირჩიოთ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ვორდპრესს ინსატალაციას იმ სიიდან, რომელიც მარჯვენა მხარეს გვაქვს ჩამოშლილი და არჩევის შემდეგ დავაწვეთ Export ტაბს.
დეფაულტ პარამეტრების გათვალისწინებით, სწრაფი ექსპორტირება აქვს მითითებული , რომლის SQL ფორმატი სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც ჩვენ გვაქვს და შემდეგ Go ღილაკით ვიწყებთ პროცეს. ბაზა იწყებს გადმოსაწერად მომზადებას.
როცა ფაილები დარეზერვებული და ბაზაც დაექსპორტებული გვაქვს, შეგვიძლია განვაგრძოთ და გადავიდეთ მესამე ეტაპზე.
- შევქმნათ ახალი მონაცემთა ბაზა ახალ ჰოსტ სერვერზე.
ახალ ჰოსტინგზე მიგრაციის დაწყებამდე, პირველ რიგში გვესაჭიროება მასზე გარკვეული გარემოს შექმნა მონაცემთა ბაზის კუთხით, რომ დავაიმპორტოთ ჩვენს მიერ ახლახანს დაექსპორტებული SQL ბაზა.
დავლოგინდეთ ახალი ჰოსტინგის ანგარიშით cPanel პროგრამაში. ამ კონკრეტული სიტუაციისთვის გამოვიყენოთ MySQL ბაზის აპლიკაცია, ხოლო თუ თქვენს ვებ ჰოსტს არ აქვს აღნიშნული აპლიკაცია, დაუკავშირდით მხარდამჭერ გუნდს, რომ იპოვოთ მეთოდი ახალი ბაზის შესაქმნელად.
მაშ ასე, ვიწყებთ ბაზის შექმნას:
- გავხსნათ MySQL მონაცემთა ბაზა და შევქმნათ შესაბამისი სახელის ახალი ბაზა.
- შევქმნათ MySQL მომხმარებელი (თავის პაროლით).
- დავამატოთ ეს ანგარიში ახლად შექმნილ ბაზაზე და მივცეთ ყველა პრივილეგია.
ასევე, სადმე ჩავიწეროთ MySQL ბაზის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც სულ მალე დაგვჭირდებათ.
- გავხსნათ wp-config.php ფაილი დასაედიტირებლად.
გავხსნათ ის საქაღალდე ჩვენს ლოკალურ კომპიუტერში, სადაც გადმოვიტანეთ ვებსაიტის ფაილები დასარეზერვებლად. მოვძებნოთ wp-config.php ფაილი რომელიც აკონტროლებს ვორდპრესის და ჩვენი ბაზის ურთიერთდაშვებებს.
დავაკოპიროთ აღნიშნული ფაილი ლოკალურ კომპუტერში და შევინახოთ მშრალ ადგილას, რადგან ერთ ერთი აუცილებელი ფაილია ცვლილებების უკან დასაბრუნებლად, იმ შემთხვევაში თუ გეგმას ავცდით და პრობლემებმა იჩინა თავი.
ხოლო თვითონ საწყისი ფაილი გავხსნათ რომელიმე ტექსტური რედაქტორით და განვახორციელოთ შემდეგი ცვლილებები:
- შევცვალოთ ბაზის სახლი:
define(‘DB_NAME’, ‘db_name’);
‘db_name’ ნაცვლად, ახლად შექმნილი ბაზის სახელწოდება.
- შევცვალოთ ბაზის მომხმარებელი
define(‘DB_USER’, ‘db_user’);
‘db_user’ ნაცვლად ჩავწეროთ ის მომხმრებელი რომელიც ცოთა ხნის წინ ჩავიწერეთ და შევინახეთ.
- შევცვალოთ ბაზის მომხმარებლის პაროლი:
define(‘DB_PASSWORD’, ‘db_pass’);
‘db_pass’ ამ შემთხვევაში ახლად შექმნილი ბაზისთვის და მომხმარებლისთვის შენახული პაროლი ჩაიწერება აღნიშნული სტრიქონის ნაცვლად.
შევინახოთ, ანუ დავასრულოთ ედიტირება wp-config.php ფაილში.
5 . დავაიმპორტოთ ჩვენი ვორდპრეს საიტის მონაცემთა ბაზა.
სულ ახლახანს შევქმენით ახალი მონაცემთა ბაზა და მოვამზადეთ გარემო ვორდპრესის საიტისთვის.
გავუშვათ phpMyAdmin ჩვენი cPanel პროგრამიდან და ავირჩიოთ ახალი ბაზის სახელწოდება, რომელიც შემოთავაზებული გვაქვს მარცხენა კუთხეში. გახსნის შემდეგ კი შეგვიძლია მივუთითოთ ოპერაცია Import და Choose File ღილაკებით ვუთითებთ ბაზის ფაილს.
დავრწმუნდეთ, რომ ფორმატი არის SQL და ამის შემდეგ, მივცეთ Go ღილაკს ატვირთვის საშუალება.
6 . ავტვირთოთ ჩვენი ვორდპრეს საიტის ფაილები ახალ ჰოსტზე.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაზა სამუშაო მზად ყოფნაშია, ვიწყებთ ჩვენი ვორდპრესის საიტის ფაილების ატვირთვას.
დავუკაშირდეთ ისევ და ისევ FTP პროტოკოლის გამოყენებით ჩვენს ახალ ვებ ჰოსტს. ავირჩიოთ ის საქაღალდე სადაც უნდა განვათავსოთ საიტი და გავუშვათ ატვირთვაზე.
შევინახოთ ეს ფაილები ლოკალურ კომპიუტერში, მანამ სანამ ყველაფერს დავამთავრებთ და გავუშვებთ საიტს ონლაინში.
7. განვუსაზღვროთ დომენური სახელი
ამ საფეხურზე სრულად გადმოტანილი გვაქვს ვორდპრესის ბაზა და ფაილები ჩვენს ახალ სერვერზე, თუმცა დომენური სახელი მაინც ძველს ჰოსტინგს მიმართავს.
იმისთვის რომ განვაახლოთ ჩვენი დომენი, საჭიროა DNS nameserver ების შეცვლა.
ეს კი უზრუნველჰყოფს, ზუსტად იმ ახალი მისამართისკენ მიგვითითოს მარშუტი, სადაც ახლახანს დავაფუძნეთ ჩვენი ვორდპრესის საიტი.
პირველ რიგში გვესაჭიროება მივიღოთ DNS nameserver ების ჩანაწერები ჩვენი ახალი ჰოსტინგ პროვაიდერისგან, რომელიც ასეთი ტიპის უნდა იყოს:
ns1.hostname.com
ns2.hostname.com
აღნიშნული მისამართები უნდა დავაკოპიროთ და ჩავასხათ იმ ადგილას, სადაც ჩვენი ვორდპრესისთვის სახლი გვაქვს შეძენილი.
ამ პროცედურის შემდეგ დაახლოებით 48 საათია საჭირო, რომ განახლება და გავრცელება მოხდეს, ხოლო ამ პერიოდის მანძილზე, უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოთ ცვლილებებს ჩვენს ახლად გამართულ ვორდპრესის საიტზე.
თურმე არც ისე რთული ყოფილა ვორდპრესის საიტის, ერთი ჰოსტიდან მეორეზე გადატანა, მაშინ როცა ჩაშლილად და ნაბიჯებად გვაქვს დაყოფილი შესასრულებელი სამუშაოები.
თუკი ეს ყველაფერი თქვენთვის ცოტა რთულია, შეგიძლიათ Fiverr-ზე შეუკვეთოთ.