ჩვენ ყველა ვიყენებთ ინტერნეტს ვიდეო ზარების განსახორციელებლად, ვებსაიტების დასათვალიერებლად, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად, მაგრამ ბევრმა არ იცის დომენის ფლიპინგის ინდუსტრიის დეტალები.
ჩვენ ყველას გვიყვარს მოტივაციური ამბების მოსმენა და შესაძლოა გსმენიათ თუ როგორ იშოვა ზოგიერთმა იღბლიანმა მილიონი დომენის გაყიდვით. სინამდვილეში ეს არც ისე ხშირად ხდება. ექვს ციფრიანი მოგების მიღება ერთ დომენში იშვიათია, თუმცა ფული გამომუშავება, რომ ამ მხრივ შესაძლებელია ეს უდავოა.
იმისთვის, რომ გახდეთ დომენის წარმატებული ფლიპერი თქვენ გჭირდებათ შესაბამისი გამოცდილება და დრო. მინიმუმ ერთი წელი საჭიროა იმისთვის, რომ გაერკვეთ ამ სფეროში, შეიძინოთ დომენები და დაიწყოთ მისი სარფიანად გაყიდვა.
დომენური სახელები საკმაოდ მომგებიანი პროდუქტია დღევანდელ ტექცენტრულ სამყაროში, რომელიც ყოველდღიურად იყიდება ასობით დოლარად.
ამ დროისთვის რეგისტრირებულია თითქმის 90 მილიონი .COM დომენი, ამიტომ ხალხი ფიქრობს, რომ კარგი დომენები აღარ დარჩა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ შესაძლებლობა ორი ან სამი საკვანძო სიტყვის დამატებით ახალი დომენი შექმნათ. შესაძლებლობები უსასრულოა, განსაკუთრებით კი დომენის შემთხვევაში.
ბევრი მარკეტერი დღეს წუხს და გონია, რომ სოციალური ქსელები ჩაანაცვლებს საიტებს და დომენის გამოყენება აუცილებელი აღარ იქნება. დღეს განსაკუთრებით იგრძნობა ამის საშიშროება, როცა უამრავი სტარტაპი აქტიურად იყენებს სოც. ქსელებს, თუმცა მისი დადებითი და უარყოფით მხარეების შეფასებით, ნახავთ, რომ სოციალური მედიის პროფილის ქონა საკმარისი არ არის. შესაბამისად, დომენს ამ მხრივ არაფერი ემუქრება.
დომენური სახელების ყიდვისა და გაყიდვის მრავალი სხვადასხვა გზა არსებობს. უამრავი სტანდარტული დომენის რეგისტრატორი, მაგალითად GoDaddy.com, ხელს ეუწყობს გაყიდვებს აუქციონის საშუალებით. ამასობაში, სპეციალიზებული ვებსაიტები, მაგალითად Sedo, შექმნილია მხოლოდ დომენური სახელების შესაძენად და გასაყიდად.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას და ნაბიჯს დომენის წარმატებული ფლიპინგისთვის:
- განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი. ისევე, როგორც ნებისმიერი ბიზნესის წამოწყების დროს, აქაც უნდა განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი. იმისათვის, რომ დაიწყოთ მომგებიანი ბიზნესი, გამოყავით გარკვეული დრო, ფინანსური გათვლებით. უმჯობესია დაიწყოთ მცირე თანხის ინვესტიციით და შემდეგ გადახვიდეთ უფრო დიდი ინვესტიციის განხორციელებაზე.
- აირჩიეთ მომგებიანი ნიშა. მომგებიანი ნიშის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე ეხება დომენს. დომენური სახელების ძიებაში ადეკვატური ცოდნა მნიშვნელოვანია. ნიშის პოვნა საშუალებას მოგცემთ აქტიურად მოძებნოთ სავარაუდო მყიდველები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან თქვენს მიერ შეთავაზებული დომენური სახელებით.
- იპოვეთ საკვანძო სიტყვები. ყურადღება მიაქციეთ იმ საკვანძო სიტყვებს, რომლითაც ინტერესდებიან მყიდველები. გამოიყენეთ ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა Google Keyword Planner ან Niche Finder Software. მოძებნებნეთ სიტყვები, რომლებიც აღწერს პროდუქტს ან მომსახურებას, მათ შორის ახალ და განვითარებად პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება ინვესტიცია გახდეს მომავლისთვის. გეოგრაფიული სახელები, როგორიცაა ქალაქების ან ქვეყნების ასევე შეიძლება დიდი ინვესტიცია გახდეს დროთა განმავლობაში და სარფიანად მიყიდოთ ვებ დეველოპერებს, რომლებიც ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი პორტალები ან ამ თემებზე ორიენტირებული სხვა ბიზნესი. ზოგადი ბიზნეს სახელები, როგორიცაა მაგალითად სტომატოლოგი შეიძლება მომგებიანი გახდეს გეოგრაფიულ სახელებთან შერწყმის შემთხვევაში. დროული სახელები ასევე შეიძლება დიდი ინვესტიცია იყოს, თუკი იმ წელს მომხდარ მოვლენებთან ერთად იქნება შერწყმული, მაგალითად, 2022OlympicicPlayers.com
- შექმენით მყარი დომენის პორტფელი. შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც არსებული დომენის სახელი, ასევე ახალი დომენიც. შესაძლოა ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე თვე ან წლები დაგჭირდეთ, მაგრამ საბოლოოდ ნამდვილად ღირს.
- გამოიყენეთ გაყიდვის სხვადასხვა სტრატეგია. შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი სტრატეგია, როდესაც საქმე ეხება დომენების წარმატებით გაყიდვას. სამი ყველაზე გავრცელებული სტრატეგია არის ფასი, აუქციონი და შეთავაზება. კონკრეტული ფასის მითითება სასურველი მეთოდია დომენის გამყიდველებისთვის, რომლებსაც აქვთ დომენების დიდი პორტფელი და არ ჩქარობენ მათ გაყიდვას. აუქციონები წარმოადგენს მაღალი დონის დომენური სახელების გაყიდვის შესანიშნავ გზას, რომელიც მაღალ ფასად იყიდება. შეთავაზების გაკეთება ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმ დომენების გასაყიდად, რომლებმაც შეიძლება დიდი ინტერესი არ გამოიწვიოს, ან რომლის ზუსტი მნიშვნელობა არ არის კარგად ცნობილი.
ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია რისკებიც. სამი ყველაზე დიდი რისკია ლიკვიდურობა, სუბიექტურობა და კანონიერება.
დომენის სახელებმა ზოგჯერ შეიძლებაგამოიწვიოს იურიდიული საკითხების გამწვავება. ეს ჩვეულებრივ ხდება, რადგან ზოგიერთი სახელი ძალიან ჰგავს უკვე არსებულ სავაჭრო ნიშნის მქონე სახელებს.
ლიკვიდურობის თვალსაზრისით, შეიძლება მოგიწიოთ ლოდინი რამდენიმე თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში, სანამ შეძლებთ მომგებიანი გაყიდვის განხორციელებას.
სუბიექტურობა გულისხმობს იმ ფაქტს, რომ ძნელია გააცნობიეროთ დომენის სახელის მნიშვნელობა აქციებთან შედარებით. ადვილი არ არის დომენის სახელის ზუსტი მნიშვნელობის დადგენა.
დომენების ყიდვა – გაყიდვის ბიზნესი იყო და იქნება ერთ-ერთი მომგებიანი ბიზნესი ციფრულ ინდუსტრიაში.
ახლა, როდესაც თქვენ იცით ყველა დეტალი დომენების ყიდვა-გაყიდვის შესახებ, ვიმედოვნებთ, რომ მარტივად დაიწყებთ საკუთარი დომენის ფლიპინგის საქმეს.